მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარემოვაჭრეები თავის დაწვით იმუქრებიან

გარემოვაჭრეები თავის დაწვით იმუქრებიან

Published on

ამ წუთებში ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები საპროტესტო მსვლელობით ქალაქ ზუგდიდის მერიისკენ მიემართებიან. მათ გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გადაკეტილი აქვთ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავებიც. რამდენიმე მოვაჭრეს ბენზინი მიაქვს და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავის დაწვას აპირებენ. მათი განცხადებით, სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან გარევაჭრობის აკრძალვის შემთხვევაში ისინი მუშაობას ვერ შეძლებენ. უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში კი ყოველდღიურ სესხებს ვერ გადაიხდიან. გარემოვაჭრეები ქალაქ ზუგდიდის მერთან ირაკლი გოგოხიასთან შეხვედრას ითხოვენ.

გარევაჭრობის ნებართვის მოთხოვნით მოვაჭრეები მეოთხე დღეა აქციებს მართავენ. გუშინ მათ, თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. 

სიახლეები

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...

ავტოსაგზაო შემთხვევას ჩხოროწყუში 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,სოფელ ზუმის ტერიტორიაზე ავტომობილი ბოძს შეეჯახა. 21...