მთავარისიახლეებიპოლიტიკავახტანგ გომელაური უარყოფს ინფორმაციას გურჯისტანის ვილაიეთის შექმნის შესახებ

ვახტანგ გომელაური უარყოფს ინფორმაციას გურჯისტანის ვილაიეთის შექმნის შესახებ

Published on

"ვილაიეთი საქართველო არ შექმნილა, ეგ ტყუილი ინფორმაციაა" – განუცხადა  ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დღეს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ .  რაიმე სხვა სახის დამატებითი ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ, მათ შორის  ISIS-ის ქართულ ენოვანი საიტების შესახებ  მას არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისლამური სახელმწიფო (ISIS) კავკასიაში ახალი ვილაიეთის შექმნას გეგმავს. ინფორმაციის წყარო იყო  უცხოეთის სააგენტოები, მათ შორის  "ფრანს-პრესი" და  "დოიჩე ველე", რომელნიც, ამის შესახებ დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალ-ადნანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებოდნენ.  

"ვულოცავთ "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცებს კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცის დადებას. ის იღებს თქვენ ფიცს და აბუ მუჰამად ალ-ქადარს ნიშნავს კავკასიის მმართველად", – ნატქვამინიყო  ალ-ადანის მიერ  ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებაში.

"ომის შესწავლის ინსტიტუტი" აზუსტებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ახალი ვილაიეთის დაარსება ჩრდილოკავკასიის რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა ველე"გარდა ამისა, ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის "გურჯისტანის ვილაიეთის" შექმნის შესახებაც განაცხადა." წერდა ,,დოიჩე ველე''. იმის შესახებ, რომ საფრთხე საქართველოსაც ემუქრება, ალ დანის განცხადების შემდეგ  განსაკუთრებით აქტიურად მსჯელობდნენ ქართველი ექსპერტებიც. მათი მძიმე პროგნოზების ერთერთი მიზეზი იყო სირიაში„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლის, ბათუმელი აჰმედ ჭაღალიძის მუქარის წერილი   სოციალური ქსელით საქართველოს  მთავრობისა  და  სამღვდელოებისადმი, რომელიც პარიზული ტერაქტების  შემდეგ გავრცელდა .

 „ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ მათ ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა კაკებეშნიკი ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა ან, რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს, რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება, გასაქცევს მოძებნით. გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა. საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ თქვე ანაფორიანო ვირთხებო ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალლაჰს, მწარედ ინანებთ თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ“, –  წერს თამაზ ჭაღალიძე.

 

 

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...