მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისი და ვაშინგტონი ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე

თბილისი და ვაშინგტონი ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე

Published on

 თბილისი და ვაშინგტონი ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. განცხადება გაკეთდა  აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში შემდგარ  დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.

ვაშინგტონი მიესალმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რაც შესაძლებელს ხდის რუსთავი 2-თან დაკავშირებით სააპელაციო პროცედურების გაგრძელებას და საქართველოში მედია პლურალიზმის შენარჩუნებას.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მიღწევებსა და რეფორმებზეც ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო სისტემა, მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამსახური და სასჯელაღსრულების სისტემა.

მხარეებმა ისაუბრეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს, ასევე პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ღია, პლურალისტული და დამოუკიდებელი სივრცის მნიშვნელობაზე. ეს მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. 

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...