მთავარისიახლეებიპოლიტიკაბრიუსელში მყოფი ქართული დელეგაცია იმედოვნებს, რომ შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების...

ბრიუსელში მყოფი ქართული დელეგაცია იმედოვნებს, რომ შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მიმოსვლის საკითხი პოზიტიურად გადაწყდება

Published on

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.   იგი  ქართულ დელეგაციასთან ერთად დაესწრება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე სხდომას, სადაც ქართული მხარე  ანგარიშით უნდა წარდგეს. 

ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საკითხს, თუ როგორ მიმდინარეობს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი და ვიზალიბერალიზაცია.

ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ კომისია პოზიტიურ მოხსენებას გამოაქვეყნებს და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ მიმოსვლა შენგენის ზონაში.  

"ჩვენ გვაქვს განცდა, რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება პოზიტიურად აღქმული და შეფასებული", – აღნიშნა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.  

საერთო პროგრამის პარალელურად ევროსაბჭოს საგარეო ურთიერთობის კომიტეტზე სიტყვით გამოვა   საგარეო საქმეთა მინისტრ. გიორგი კვირიკაშვილი. მისი მოხსენების ძირითადი თემაა პოლიტიკური ვითარება საქართველოში.

საბჭოს სხდომის დასრულების  შემდეგ პრემიერი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსაც შეხვდება.

 

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...