მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სამძიმარს უცხადებენ საფრანგეთსა და ფრანგ ხალხს

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სამძიმარს უცხადებენ საფრანგეთსა და ფრანგ ხალხს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

"თქვენო აღმატებულებავ, მთელი საქართველო შესძრა საფრანგეთში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა აქტებმა, რომლებსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთან ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ. ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში.

გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში. 

საფრანგეთსф და ფრანგ ხალხს  სამძიმრის წერილით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც  

"ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორე მხრივ, გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტებისტერორიზმის წინააღმდეგ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საფრანგეთს, ფრანგ ხალხს, პრეზიდენტ ოლანდს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო.

საქართველო და ქართველი ხალხი მათ გვერდითაა ამ უმძიმეს წუთებში", – ასე გამოეხმაურა იგი პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებს.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...