მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილის გაუხმაურებელი ვიზიტი შეერთებულ შტატებში

დავით უსუფაშვილის გაუხმაურებელი ვიზიტი შეერთებულ შტატებში

Published on

რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გაუხმაურებელი ვიზიტის შესახებ შეერთებულ შტატებში. 

ამ  სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით პრესა ინფორმირებული არ ყოფილა. უსუფაშვილის ვაშინგტონში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არც პარლამენტის პრესსამსახურს და არც ამერიკაში საქართველოს საელჩოს არ გაუვრცელებია. შესაბამისად, არცერთი ის შეხვედრა, რომელიც ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკულ მხარესთან გამართა, არ გაშუქებულა. ,,კურიერის'' გადამღებმა ჯგუფმა პარლამენტის თავმჯდომარე მხოლოდ საელჩოში ნახა, როდესაც ის უკვე ვიზიტს ამთავრებდა. კურიერის ინფორმაციით,  უსუფაშვილი ვაშინგტონში მარტო იმყოფებოდა და მას არ ახლდა არცერთი დეპუტატი.

სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილის ვაშინგტონში ჩასვლა მოკლე ვადებში გადაწყდა. კურიერთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავარი განსახილველი თემები იყო რეგიონული უსაფრთხოება, რუსეთი, უკრაინა, ევროინტეგრაცია, ასევე საქართველოში მიმდინარე ის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, მათ შორის რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები.

დავით უსუფაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვიქტორია ნულანდს და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს, ბრიგიტ ბრინქს შეხვდა.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...