მთავარისიახლეებიპოლიტიკა„რუსთავი 2“-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები თანადგომას უცხადებენ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე...

„რუსთავი 2“-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები თანადგომას უცხადებენ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს

Published on

„რუსთავი 2“-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები ეხმაურებიან  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს  გუშინდელ გადაწყვეტილებას   „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთა  წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ. ისინი  სრულ თანადგომას უცხადებენ  ახალგაზრდა პატრიოტებს და მათ ოჯახებს და მადლობას უხდიან სამოქალაქო სიმამაცისთვის. 

,,ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ჩვენი საერთო გამარჯვებით – წერენ ყარამანიშვილები – რუსთავი 2 კვლავ იდგება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე, რაც მრავალთა შორის, მათი დამსახურებაც არის. გვინდა გამოვთქვათ რწმენა, პატიმრობა მხოლოდ დროებითია და ისინი მალე შეუერთდებიან საკუთარ ოჯახებს და ახლობლებს. აქვე, მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მოახდინონ დაკავებული პირების პატიმრობაში ყოფნის კანონიერებისა და დასაბუთებულობის მონიტორინგი და მიმართონ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა შეწყდეს თავისუფალი მედიისთვის მებრძოლი პატრიოტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,  ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია 2 ნოემბერს  დააკავეს პარლამენტთან დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...