მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი მზად არის შეუწყვიტოს ექსპრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა

გიორგი მარგველაშვილი მზად არის შეუწყვიტოს ექსპრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა

Published on

პრეზიდენტის  მრჩევლის გიორგი კვერენჩხილაძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მზად არის  შეუწყვიტოს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა თუ ამის შესახებ მას დასკვნას და რეკომენდაციას გადაუგზავნიან.

„მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება გახლავთ უპირობო საფუძველი ამ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის.

ამგვარი განცხადებები მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე ისუტიციის სამინისტროდან თვის განმავლობაში ასეულობით შემოდის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. შესაბამისად, პრეზიდენტი მიიღებს იმავე გადაწყვეტილებას, რასაც იგი იღებს ანალოგიური საფუძვლით საქართველოს სხვა მოქალაქეების შემთხვევაში, ანუ შეუწყვეტს ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობას“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ. 

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...