მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს დილით რუსთავი 2 - ის დროებითი მმართველის უფლებამოსილება დავით დვალის...

დღეს დილით რუსთავი 2 – ის დროებითი მმართველის უფლებამოსილება დავით დვალის შემდეგ რევაზ საყევარიშვილსაც შეუჩერდა

Published on

საჯარო რეესტრმა დღეს დილით საბოლოოდ დაარეგისტრირა რევაზ საყევარიშვილის მოთხოვნა და შეუჩერა მას რუსთავი 2-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილება. ამ საჯარო ჩანაწერით კვლავ აღდგა ტელეკომპანიის ძველი მენეჯმენტის უფლებამოსილება. რეგისტრაცია საჯარო რეესტრში დღეს დილით 9 საათსა და 51 წუთზე დასრულდა.

 ძმები ყარამანიშვილების ადვოკატის  ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს და ფინანსურ მენეჯერს უფლებამოსილება აღუდგათ და უფლებამოსილება შეჩერებული მენეჯმენტი დღეიდან ისევ შეუდგება მუშაობას, კლავ არსებობს გარკვეული საფრთხეები ტელევიზიისთვის.

"მოხდა დროებითი განმუხტვა, ტაქტიკური უკუსვლა, რომლის შემდეგაც მთავარია ჩვენ არ მოვადუნოთ ყურადღება და გავათვიცნობიეროთ, რომ ეს ბრძოლა გრძელდება," – აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.  

დროებითი მმართველების ირგვლივ მიმდინარე კალეიდოსკოპურ მოვლენებს სოციალურ ქსელში იურისტი ვალერი გელბახიანი ეხმაურება. იგი ვარაუდობს, რომ , „რუსთავი2“-ის გამო ხელისუფლებიდან ვინმე დაიჯება, თუმცა ეს არ გამოიხატება ვინმეს დაჭერით. გელბახიანი თქმით, შესაძლოა, რომ მოულოდნელად რომელიმე თანამდებობის პირმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობა დატოვოს და სწორედ ის პირი იქნება ამ საქმის გამო დასჯილი.

„ვინც ხელისუფლება დაარწმუნა, რომ ამ საქმეს მოიგებდა, „ნაციონალებს“ სუფთად აახევდა „რუსთავი 2“-ს, ის დაისჯება. თქვენ ხედვათ რ2 არ გადავიდა ახალი მესაკუთრის ხელში, ეს საკითხი სულ მცირე წელწად-ნახევარი გაიწელება და ამასობაშ არჩევნები დასრულდება, რ2-ს ვერ გამოაცლიან „ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს ვხედავთ რომ ამ თემამ ბინძური სახე მიიღო.

პირდაპირ გეტყვით, რომ ამ საქმის გამო ვიღაცა აუცილებლად დაისჯება, ეს არ მოხდება პირდაპირ ვინმეს დაჭერით, დააკვირდით მოვლენებს, უცბად თითქოს ვიღაცა ავად გახდება, ამის გამო თანამდებობიდან გადადგება და აი სწორედ ის იქნება დასჯილი ამ საქმის გამო“- აცხადებს ვალერი გელბახიანი.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...