მთავარისიახლეებიპოლიტიკაუამინდობა საქართველოში

უამინდობა საქართველოში

Published on

დატბორილი და დანგრეული სახლები, განადგურებული საკარმიდამო ნაკვეთები და დაზიანებული გზები – დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან, ძლიერმა წვიმამ და ქარმა განსაკუთრებით აჭარა და გურია დააზარალა.

რთული ვითარებაა საავტომობილო გზებზეც. არიან დაშავებულებიც.ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა გურიაში. ჩოხატაურში წყალი ათამდე ოჯახს სახლებში შეუვარდა – დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, დაზიანდა სოფელ კოხნარი-საჭამიასერის საავტომობილო გზა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, მდინარე ჩხარას ადიდების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ადიდებულმა მდინარემ, ზესტაფონი ქუთაისის დამაკავშირებელ დროებით გზას ძირი გამოაცალა და ასფალტის საფარი მთლიანად ჩამოშალა.

სწორედ ამიტომ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ცნობით, აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება. საგზაო დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები დღესვე დასრულდება და გზა დღის ბოლომდე გაიხსნება.

ოზურგეთში  ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რის გამოც, ერთი საათის განმავლობაში ბათუმისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილი იყო. ანალოგიური ვითარება იყო ურეკშიც. სტიქიის გამო გურიის რამდენიმე სოფელს თითქმის მთელი ღამის განმავლობაში არ მიწოდებოდა ელეტროენერგია.

ძლიერმა ქარმა და წვიმამ აჭარაში 2 ოჯახი დააზარალა და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა.

ჩაქვში სურმანიძეების  სახლი მთლიანად დაიშალა და საცხოვრებლად გამოუსადეგარია. ოჯახის რამდენიმე წევრი მსუბუქად დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქობულეთში კი ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

რთული ვითარება იყო გოდერძის უღელტეხილზე, სადაც გაუარესებული კლიმატური პირობების გამო მაშველებმა 7 ავტომობილი გამოიყვანეს. ამჟამად ამ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ სპეციალური ჯაჭვების მეშვეობით არის შესაძლებელი, იგივე შეზღუდვა მოქმედებს გუდაური-კობის გზაზეც. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, ყველა მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მხრივ არსებულ ვითარებას – ენერგო პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო დასავლეთ საქართველოში დენი შეუწყდა 50 ათას აბონენტს. აქედან ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ღამითვე აღუდგა. ვარაუდობენ, რომ დღეს სამუშაოები დასრულდება. 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...