მთავარისიახლეებიეკონომიკაუკან - ,,გაზპრომისკენ'' და რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისკენ

უკან – ,,გაზპრომისკენ” და რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისკენ

Published on

Socar Georgia უარყოფს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანულ მხარეს არ  შეუძლია მთელი საქართველოს მომარაგება ბუნებრივი აირით. 

Socar Georgia-ს ხელმძღვანელი გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი აცხადებს,  რომ აზერბაიჯანი საქართველოს ყოველდღიურად 5 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, რასაც შაჰ-დენიზის საბადოდან დამატებით ერთი მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ემატება, რაც საერთო ჯამში დღიურად 6.2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ამდენად, ,,ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ მოსახლეობისთვის საჭირო მოცულობებს" – ამბობს მამედოვი.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში გაზის მოხმარება იზრდება, ამ გაზრდილ მოხმარებას კი აზერბაიჯანი ვეღარ აკმაყოფილებს, რის გამოც მთავრობამ რუსულ Gazprom-თან დაიწყო მოლაპარაკებები.

Socar-ის განცხადების მიუხედავად საქართველოს მთავრობა აგრძელებს Gazprom-თან მოლაპარაკებებს ბუნებრივი აირის შესყიდვაზე . ენერგეტიკის მინისტრი რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას დეკემბრის ბოლომდე აანონსებს, 

ენერგეტიკის სამინისტროში საუბრობენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების კიდევ ერთი მიზეზი ფასია. კახა კალაძის თქმით, სოკარი კომერციულ კომპანიებს ბუნებრივ ფასს საკმაოდ ძვირად აწვდის, თუმცა კითხვაზე იქნება თუ არა რუსული გაზი აზერბაიჯანულზე იაფი, კალაძეს პასუხი არ აქვს, რადგანაც უცნობია თუ რა ფასად და რა მოცულობის გაზს იყიდის Gazprom-ისგან.

 

 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...