მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რუსთავი 2 - ის ამბები ჩაწყნარდება და პრეზიდენტსაც მოვუვლით'' - პრეზიდენტის დღევანდელ...

,,რუსთავი 2 – ის ამბები ჩაწყნარდება და პრეზიდენტსაც მოვუვლით” – პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

Published on

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში ში ნეგატიურად აფასებენ .

პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ  თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა არის უპასუხისმგებლო. ,,რუსთავი 2 – ის ამბები ჩაწყნარდება და პრეზიდენტსაც მოუვლით  ოცნება, მარგველაშვილმა იმედები გაუცრუა არამარტო ბიინა ივანიშვილს, არამედ მთლიანად ქართულ ოცნებას". იგი გადადგომისკენ მოუწოდებს პრეზიდენტს 

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას მოსამართლეზე "პირდაპირ ზეწოლად" აფასებს და  მოუწოდებს მას დამატებითი განმარტებები გააკეთოს ამ  განცხადებასთან დაკავშირებით . 

"აშკარად ჩანს მისი მხრიდან ჩარევა, ზეწოლა მოსამართლის მიმართ, რადგან ის მოუწოდებს მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. რას ნიშნავს ეს ჩემთვის გაუგებარია. მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. ეს არის მოსამართლეზე პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა მის საქმიანობაში", – განაცხადა კახა კალაძემ.

საპარლამენტო  უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს რუსთავი 2 – ის  გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება არის უპასუხისმგებლო და საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. " როდესაც აცხადებ, , რომ დიალოგს იწყებს კონსტიტუციურ წესრიგზე, მაშინ ამის ნიშნები უნდა იყოს ქვეყანაში. ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს. სანამ ვინმეს მიუთითებ, რომ ვინმე რამეს ძაბავს, სწორედ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადების გაკეთება არის ვითარების დაძაბვა", – განაცხადა ხიდაშელმა. 

სასჯელაღსრულების მინისტრის კახი კახიშვილის განცხადებით პრეზიდენტმა აჟიოტაჟი უსაფუძვლოდ შექმნა:„პრეზიდენტის განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ კონსტიტუციური წესრიგს საფრთხე ექმნება, ამის საფუძველი უნდა ქონდეს. როცა პრეზიდენტი მოუწოდებს  სასამართლოს არ გამოიტანოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, სხვა რა შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად. ამავდროულად ასეთი აჟიოტაჟს, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო ის კონსულტაციებს იწყებს ამას საფუძველი უნდა ქონდეს. ამ შემთხვევაში კი მე ვფიქრობ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს“- განაცხადა კახიშვილმა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი ამ დროისათვის გიორგი მარგველაშვილის მიწვევით პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და დიპკორპუსის წარმომადგენლები იკრიბებიან. იწყება კონსულტაციები  ქვეყანაში სამოქალაქო სტაბილურობის,  მშვიდობისა და  კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნერბისათვის 

 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...