სახელისუფლებო წრეებში რევოლუციაზე ალაპარაკდნენ

0
410
დეპუტატმა  ლევან ბერძენიშვილმა ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სიტყვა ,,რევოლუცია'' ახსენა. მოუხედავად იმისა, რომ იგი უარყოფს საქართველოში ესკალაციის  საფრთხისა და საზოგადოებაში რევოლუციური განწყობის არსებობას, ეს ასოციაცია ხელისუფლების წევრებში წარმოქნილ ქვეცნობიერ შიშზე შეიძლება მიგვანიშნებდეს.
  "ნაციონალური მოძრაობის" მუქარებისა და სიტყვების: "მაიდანის", "დამოურჩილებლობისა" და "რევოლუციის" ხსენების მიუხედავად, მათ ამ ყველაფრის განხორციელების არც უნარი აქვთ და არც საშუალება ექნებათ, რადგან საზოგადოებაში მსგავსი განწყობები არ არის. "ნაციონალურ მოძრაობას" ვითარება ადეკვატურად არ ესმის და ისინი NDI-ის გამოკითხვებმა აშკარად შეცდომაში შეიყვანა. მსოფლიოში 13%-იანი რევოლუცია ჯერ არ მომხდარა. შეშფოთების საფუძველია, რომ ვიღაც თერმოსებს, საძილე ტომრებს მოიმარაგებს და კანონს წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ ყველამ პატივი უნდა ვცეთ როგორც სიტყვის თავისუფლებას, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კანონმდებლობას", – აცხადებს ბერძენიშვილი. 
მისივე თქმით, "ნაციონალების" მხარდაჭერებისგან იმის თქმა, რომ "კანონი ფეხებზე მკიდია", იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დავანგრიოთ". 
"ეს მხარდაჭერილი არავის მიერ არ იქნება და არ მგონია, ამას სერიოზული შედგები მოჰყვეს", – აცხადებს ბერძენიშვილი.

წინა სტატია,,რუსთავი 2 – ის ამბები ჩაწყნარდება და პრეზიდენტსაც მოვუვლით” – პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა.
შემდეგი სტატიაპასუხი კითხვაზე, სად არის უსუფაშვილი, მიღებულია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური