მთავარისიახლეებისაზოგადოებაგალში მომხდარ ავტოავარიაში დაშავებული მძღოლი ზუგდიდის ადგილობრივმა საავადმყოფომ არ მიიღო -...

გალში მომხდარ ავტოავარიაში დაშავებული მძღოლი ზუგდიდის ადგილობრივმა საავადმყოფომ არ მიიღო – აცხადებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი

Published on

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე „კვირის პალიტრასთან''' გალში მომხდარი ავტოკატასტროფის ახალ დეტალებზე საუბრობს  

– ტრაგედია დატრიალდა, დაღუპულები არიან ჩვენი ექიმები. არაჩვეულებრივი ადამიანები გახლდათ. ორივე ახალგაზრდა, ოჯახები და მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. სამწუხაროდ, რამდენიმე მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ასევე, ისიც ითქვა, რომ თბილისში სასწრაფო დახმარების მძღოლისა და გარდაცვლილი პაციენტის მეუღლის გადმოყვანა ვერ ხერხდებაო. ეს მართალი არ არის, ჩვენი რეანომობილები მზად არიან, რომ ნებისმიერ წუთს გამოძახებაზე გავიდნენ, მაგრამ ამის საჭიროება არ დგას. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს გალის ცენტრალურ საავადმყოფოსთან და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, დაშავებულები თბილისში გადმოვიყვანოთ.

მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი ნურა ხასაია ბანკში მუშაობდა, მას ჰიპერტონული კრიზი ჰქონდა, სასწრაფო გამოიძახეს და გალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, როცა ეს უბედურება დატრიალდა.  მეუღლის გარდაცვალების ამბავი დაშავებულმა ქმარმა ჯერ არ იცის, ეს მათი შვილების თხოვნით გაკეთდა. 

 "კვირის პალიტრა"  აზუსტებს, რომ ,,მერსედესის'' დაშავებული  მძღოლი ბადრი ყოლბაია  ზუგდიდში გადავიდა, თუმცა, ადგილობრივმა საავადმყოფომ პაციენტი არ მიიღო და ქუთაისში გადაიყვანეს.  იმავე დღეს  ყოლბაია ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს და ოპერაცია გაუკეთეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სიახლეები

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას ითხოვენ

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას...

“ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია-ბენჟამინ ჰადადი

ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია,- ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ...