ე.წ. აფხაზეთის არმიიდან ხელმძღვანელობის მიერ დათხოვნილი გალელი ახალგაზრდების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული დეზერტირობის მუხლით

0
430

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში მწვავე პოლემიკა მოჰყვა  დეპუტატ ახრა კვეკვესკირის  მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, რის საფუძველზე აღძრა  აფხაზეთის რესპუბლიკის პროკურატურამ  გალის რაიონში მცხოვრები ოცდახუთი ახალგაზრდის მიმართ   სისხლის სამართლის საქმეები 344 – ე მუხლით (სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება).

მან განაცხადა, რომ აფხაზეთის პარლამენტის 2013 წლის დადგენილების საფუძველზე გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის ქართული  მოსახლეობისათვის უკანონოდ გაცემული აფხაზური პასპორტების ანულირების შემდეგ, გალში მცხოვრები ოცდახუთი ახალგაზრდა, რომელიც აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა,სამხედრო ნაწილის  ხელმძღვანელობამ თავად გაუშვა სახლშიიმ მიზეზით, რომ მათი საბუთები ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა, როგორც დეპუტატი კვეკვესკირი ამბობს, აფხაზეთის რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურამ მათ წინააღმდეგ სამსახუროდან დათხოვნისთანავე აღძრა სისხლის სამართლის საქმეები  დეზერტირობის მუხლით.  

პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბანმ შეკითხვით მიმართა გენერალურ პროკურორს ალექსი ლომიას, აქვთ თუ არა ამ პირებს აფხაზეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეახსენა იმის შესახებ, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევა ეხება მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე პირებს. 

პასუხად, გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ეს საქმეები აღიძრა  ამ თანამდებობაზე მის დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე, მაგრამ საქმეები ვერ შეწყდებოდა რადგან ამის  საფუძველი შეიძლება იყოს დადგენა იმისა, აქვთ თუ არა ამ პირებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ,,მე მივმართე დეპუტატს გალის რაიონიდან ბეჟან უბირიას თხოვნით უზრუნველყოს ამ ხალხის  ნებაყოფლობითი გამოცხადება  და საქართველოს მოაქალაეობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, რის საფუძველზეც დაიხურება მათ მიმართ აღძრული საქმეები. .- განაცხადა ლომიამ.

პარლამენტის სპიკერმა გაცხარებით აღნიშნა,  რომ პროკურატურას  ამ წლინახევრის მანძილზე უკვე უნდა ჰქონოდა პასუხი კითხვაზე არიან თუ არა ეს ახალგაზრდები  აფხაზეთის მოქალაქეები და  გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ სამხედრო სამსახურის თავიდან არიდების საკითხები რატომღაც  ყოველთვის ე.წ. ,,თხილის სეზონში“ დგება, რითაც მიანიშნა შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ახალგაზრდების ოჯახების დაშანტაჟების გზით. 

დეპუტატი ასლან კობახია თვლის, რომ სამხედრო სამსახურის თავიდან არიდების პრობლემა მრავალი წელია აქტუალურია, ,,ჯობს პროკურატურა დაკავდეს არა ამ თითიდან გამოწოვილი საქმეებით, არამედ რეალური დეზერტირების ძიებითა და პასუხისგებაში მიცემით. არც იგი გამორიცხავს კორუფციული ინტერესების ჩართულობას ამ საქმეებში, ,,დროა დასრულდეს ეს თავგასულობა, თუ სამხედრო პროკურატურას აქვს პრეტენზია და სურვილი იმუშაოს აფხაზეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, ჩვენს სამხედრო უწყებაში მრავალი უფრო სერიოზული საკითხია და სჯობს რეალური საქმეებით დაკავდეს.'''

უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ ზურაბ აგუმავამ, რომელიც ადრე სამხედრო პროკურატირას ხელმძღვანელობდა, განმარტა, რომ   ეს საქმეები ნაწილია იმ საქმეებისა, რომლებიც მის დროს აღიძრა  იმ პირთა მიმართ, ვინც თვითნებურად დატოვა სამხედრო სავალდებულო  სამსახური, ,,ყურადსაღებია, რომ აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში ჩატარებული უკანონო პასპორტიზაციის  შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების შემდეგ ბევრმა წვევამდელმა დემონსტრატიულად და ორგანიზებულად დატოვა სამსახური ან არ გამოეხმაურა გაწვევას, რაც დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. რაც შეეხება იმ პირებს, ვისაც აფხაზეთის მოქალაქეობა არა აქვთ, აფხაზეთის არმიაში არ უნდა მსახურობდნენ. ისინი უბრალოდ უნდა გამოცხადდნენ პროკურატურის ორგანოებში და წარმოადგინონ უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებული დოკუმენტები'' – აღნიშნა მან. 

,,არ მესმის, ჯერ საერთოდ  როგორ გაიწვიეს აფხაზეთის არმიაში უცხოეთის მოქალაქეები და მით უმეტეს, ვის მოუვიდა  აზრად მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრა – დაინტერესდა  ახრა ბჟანია

პასუხად ზურაბ აგუმავამ განმარტა, რომ წინა წლებში მოქალაქეთა გაწვევა აფხაზეთის არმიაში ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ დაბადების მოწმობის საფუძველზე და წვევამდელს არ მოეთხოვებოდა აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის წარმოდგენა და ქონაც კი. მათი გვარები უბრალოდ ამოწერილ იქნა სოფლის ადმინისტრაციების სამეურნეო წიგნებიდან და ეს მაშინ სავსებით საკმარისი იყო არმიაში გაწვევისათვის. პრობლემა დღეს არ დადგებოდა, ყველა სამხედრო კომისარიატი რომ თავის სიმაღლეზე მდგარიყო და მსგავსი აბსურდი არ დაეშვა – განაცხადა მან.
გენპროკურორმა თავი იმართლა იმითაც,  რომ ადრე გაწვევის საკითხის პედალირება ხდებოდა ძველი მთავრობის მიერ, ,,გალელები ძალით მიჰყავდათ ჯარში''.- განაცხადა მან და   კვლავ გაიმეორა, რომ გენპროკურატურა არ დაარღვევს კანონს და სისხლის საქმეებს არ შეწყვეტს არმიიდან წასული ახალგაზრდების მიერ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობების წარმოდგენამდე.

წინა სტატიააბრაამ ლინკოლნის წერილი მისი შვილის მასწავლებელს
შემდეგი სტატიასაინფორმაციო სააგენტო ,,აფსნი პრესი’’ აზუსტებს ინფორმაციას გალში მოხდარი ავტოკატასტროფის შესახებ.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური