მთავარისიახლეებიკონფლიქტებიყურბან ნიხვა აფხაზეთში უქმე დღედ გამოცხადდა

ყურბან ნიხვა აფხაზეთში უქმე დღედ გამოცხადდა

Published on

დღეს ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ – მინისტრმა არტურ მიქვაბიამ ხელი მოაწერა განკარგულებას 24 სექტემბრის საზეიმო უქმე დღედ გამოცხადების შესახებ.

აფხაზეთში ამ დღეს აღინიშნება ყურბან ნიხვას ( ყურბან ბაირამის) დღესასწაული

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მსოფლიოში მაჰაჯირობის დროს მიმოფანტული აფხაზების შთამომავალთა  70 პროცენტი მაჰმადიანია,  თავად აფხაზეთში მათი რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ როგორც აფხაზი ექსპერტები აღნიშნავენ, ისლამიზაცია აფხაზეთში გარკვეული ტემპით ძლიერდება, რასაც თავისი მომხრეებიცა და მოწინაღმდეგეებიც ჰყავს.  თავად  აფხაზი მაჰმადიანები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი ჭეშმარიტი ისლამის მიმდევრები არიან და არაფერი აქვთ საერთო რადიკალურ მიმდინარეობებთან.

ისლამის ისტორია აფხაზეთში მარტივად არ განვითარებულა – რევოლუციამდე ყველა აფხაზი, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, იყოფოდა მართლმადიდებლებად და მაჰმადიანებად და ამ უკანასკნელში მოიაზრებოდნენ ისინიც, ვინც ძველ, წარმართულ  ადათებს მისდევდა. გამომდინარე იქიდან, რომ სარწმუნოებრივი განათლების დონე აფხაზებში დაბალი იყო, ეს უკანასკნელნი ნებაყოფლობით ახდენდნენ თვითიდენტიფიკაციას ისლამის მიმდევრობასთან. აფხაზეთში რუსეთის კოლონიალური პოლიტიკის პირველივე წლებიდან აფხაზეთის მაჰმადიანებში გავრცელდა იმამ აბუ ხანიფას რელიგიურ- სამართლებრივი სკოლა მაზხაბი, რომელსაც აღიარებდა მაჰმადიანთა უდიდესი უმრავლესობა რუსეთის იმპერიაში.  ,,მაგრამ ამასთან ისლამმა აფხაზეთში შეიძინა ეროვნული ნიშნები, რაც დაკავშირებული იყო ერთგვარ გეოგრაფიულ იზოლირებულობასთან კავკასიის სხვა მუსულმანი ხალხებისაგან და ისლამთან ძველაფხაზური  ადათებისა და წარმართული კულტების თაყვანისცემის შერწყმასთან. უფრო მეტიც, აფხაზები დღემდე თვლიან, რომ მუსულმანობა თავისთავად მოიცავს ,,აფსუარას’’ ანუ აფხაზობის არსს, აფხაზთა მორალურ ადათობრივი კოდექსით განსაზღვრული მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესს)   – აღნიშნავს აფხაზი მეცნიერი გ. სმირი თავის მონოგრაფიაში ისლამის დამკვიდრების შესახებ  აფხაზებში. 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...