მთავარისიახლეებიკონფლიქტებიკიდევ ერთი ბარიერი ენგურის საზღვარზე

კიდევ ერთი ბარიერი ენგურის საზღვარზე

Published on

უკანასკნელი ორი წლის მანძილზე საქართველოდან  სასოფლო სამეურნეო პროდუქციის უკონტროლო გადმოტანის გამო აფხაზეთში შემოაღწია ბოსტნეული და საბაღო მცენარეების ორმა სასაშიშმა მავნებელმა –  იუწყება ,,აფსნი პრესი'' მცენარეთა კარანტინის აფხაზეთის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის არკადი ჯინჯოლიას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ჯინჯოლიას თქმით, ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ სახელმწიფო ინსპექციას აქამდე არ ჰქონია შესაძლებლობა დაკვირვება ეწარმოებინა  სამკილომეტრიან სასაზღვრო ზოლზე საქართველოსა და აფხაზეთს შორის .

იგი აზუსტებს, რომ პომიდვრის ჩრჩილი ანადგურებს პომიდორს, წიწაკას, ბადრიჯანს, კარტოფილსა და თამბაქოს, ხოლო თხილის წვერას შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გალის რაიონში არსებულ  თხილის პლანტაციებს, რაც დიდი ხვედრითი წილის გამო ზეგავლენას მოახდენს  აფხაზეთის ეკონომიკაზეც.  ამასთან, ეს საშიში მავნებელი დროთა განმავლობაში შეიძლება გადაედოს ტყიან ზონასაც და გაანადგუროს გრაბ ბუკ ვიახ რაც არსებით ცვლილებებს გამოწვევს შეცვლის ეკოსისტემაში.

დღეს აფხაზეთში მიმდინარეობს დიდი სამუშაოები რუსეთიდან შემოსული ბზის ალურასთან საბრძოლველად – აცხადებს ჯინჯოლია – ამიტომ  სახელმწიფო კომისია გეგმავს გაამკაცროს მონიტორინგი ენგურის, ნაბაკევის, ოტობაიას  საკონტროლო – გამშვებ პუნქტებზე და აგრეთვე ფსოუს საზღვარზე. 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...