მთავარისიახლეებიკონფლიქტებიხმაური სასამართლოსთან - ბრალდებულის ნათესავები დაზარალებულის მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ /Video/

ხმაური სასამართლოსთან – ბრალდებულის ნათესავები დაზარალებულის მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ /Video/

Published on

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოსთან. ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დავით ჟორჟოლიანის ოჯახის წევრები ქალთა მოძრაობის იმ წევრებს დაუპირისპირდნენ, რომლებმაც სოლიდარობა დაზარალებულ მარიამ ხოჯავას გამოუცხადეს. ჟორჟოლიანების გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. სიტუაციის გასაკონტროლებლად სამართალდამცავების მობილიზაციაც გახდა საჭირო, რომლებმაც დაპირისპირებულ მხარეებს ფიზიკური შეხლა-შემოხლის საშუალება არ მისცეს. ქალთა მოძრაობის წევრის ბაია პატარაიას განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ მარიამ ხოჯავას ოჯახს, რომელიც გახდა ძალადობის მსხვერპლი მისი მეუღლის ოჯახის მხრიდან. მისივე თქმით, დღემდე ხორციელდება ამ ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა. ბაია პატარაია ამბობს, რომ ქალების უფლებები ხშირად ირღვევა საქართველოში, მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სქესობრივი განათლება და გაუნათლებლობა ზოგადად იწვევს ძალადობას. „ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მარიამ ხოჯავას, რადგან შევძლოთ პრევენცია მოვახდინოთ იმის, თუ რაც ხდება საქართველოში, როდესაც ძალადობენ ქალზე“ – ამბობს ქალთა მოძრაობის ხელმძღვანელი ნინო დანელია. ბრალდებულის დავით ჟორჟოლიანის და, ნესტან ჟორჟოლიანი საქმეში გენერალური პროკურატურის ჩართვას ითხოვს, რათა საქმეს მიეცეს სწორი მსვლელობა და რეალური დამნაშავე იქნას გამოვლენილი. მისი თქმით, დავით ჟორჟოლიანი უდანაშაულოა.

 დავით ჟორჟოლიანის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მას მეუღლის ცემა და მისი გაუპატიურება ედება ბრალად. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სსსკ 121-ე და 138-ე მუხლით. (ძალადობა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება გაუკუღმართებული ფორმით) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჟორჟოლიანს ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  

 

ავტორი: ლევან კალანდია

 

 

 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...