მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსეთის თავდაცვის სამინისტრო ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის შესახებ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის შესახებ

Published on

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, არმიის გენერალ დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებით, ყველა სამუშაო აფხაზეთის რკინიგზაზე მხოლოდ და მხოლოდ  მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესებში და რესპუბლიკის შიდასარკინიგზო მიმოსვლის დარეგულირებისათვის მიმდინარეობს. 22 აგვისტოს  გაკეთებულ ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ჯარები აფხაზეთში გაიგზავნა 90 – იანი წლების დასაწყისში დანგრეული რკინიგზის აღსადგენად  რესპუბლიკის შესაბამისი თხოვნის საფუძველზე.

,, დაახლოებითი 500 სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეული სპეციალური ტექნიკა ახორციელებს აღდგენით სამუსაოებს სადგურ ოჩამჩირიდან მდინარე ენგურზე გადებულ ხიდამდე მონაკვეთში, რომელიც საფუძვლიანად არის დანგრეული და ამავე დროს არის საშიშროება აქ დარჩენილი იყოს ასაფეთქებელი მოწყობილობებიც. ამასთან დაკავშირებით საინჟინრო ჯარების სპეციალისტები ერთდროულად ატარებენ ნაღმების და სხვა ფეთქებადი  საგნების საძიებო სამუშაოებსაც – აცხადებს ბულგაკოვი. – სამუშაოები მიმდინარეობს 33 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე, ამ დროისათვის შემოწმებულია  გზის მესამედი, გაწმენდილია ოთხი სარკინიგზო ხიდი და რამდენიმე წყალგამტარი მილი. გაკაფულია გზას მოდებული მცენარეული საფარი 9 კილომეტრზე,  კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე  აღებულია უვარგისი ლიანდაგი და შპალები. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც სარკინიგზო ჯარების სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური ტექნიკა მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება.  

ბულგაკოვი დასძენს, რომ რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა 2008 წელს აფხაზეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში აღადგინეს აფხაზეთის რკინიგზის 50 – მდე კილომეტრი და 9 ხიდი.  

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...