მთავარისიახლეებიკონფლიქტებიენგურჰესი - რუსულ გეგმაში

ენგურჰესი – რუსულ გეგმაში

Published on

პარტია ''ევროპელი დემოკრატების'' ლიდერი პაატა დავითაია აკეთებს განცხადებას, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია მორიგი პროვოკაციები , რომელთა საბოლოო მიზანია საქართველოს სრულმასშტაბიანი ოკუპაცია, ხოლო მოცემულ ეტაპზე, როგორც მინიმუმ, საოკუპაციო ზოლის გადმოწევა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან  ენგურჰესთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების  გახშირება  პაატა დავითაიას აძლევს საფუძველს ივარაუდოს, რომ პროვოკაცია შეიძლება დაიწყოს სწორედ აქედან.

ამის შესახებ მან განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტის კომენტირებისას. ,,რუსული აგრესია ნებისმიერ შემთხვევაში გააქტიურდება, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა რაიმე შეთანხმება მიღწეული საქართველოსა და მის მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. რუსული გეგმის შესახებ თუ რა უნდათ მათ ცნობილია. მათ სურთ ქვეყნის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია და, რა თქმა უნდა,ყველაფერს გააკეთებენ ამისათვის. ახლა მთავარია , რომ ჩვენ ვიყოთ მზად და წინასწარ გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც დაცვითი ღონისძიებები იქნება ქვეყნისთვის.’’- აცხადებს პაატა დავითაია

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...