მთავარისიახლეებიკონფლიქტებიფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის ცენტრში

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის ცენტრში

Published on

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დღეს ზუგდიდში. მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით, მას დღეს, დაახლოებით, 16 საათზე თავს დაესხა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტაციის რეგიონალური პროექტების მართვის კოორდინატორის დავით კოდუას მამა. კახა მიქაია ამბობს, რომ ოთარ კოდუა სიტყვიერიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა და ავტომანქანიდან გადმოღებული ნაჯახით მისთვის დაზიანებების მიყენება სცადა. მიქაიამ დახმარებისთვის მეგობრებთან დარეკა. მომხდარს ჰყავს თვითმხილველებიც. კახა მიქაიას თქმით, მისი და მისი მეგობრების დევნა მათ პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ფოსტის სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის ხელმძღავნელმა დავით სორდიამ. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გააზიარა დავით კოდუას ფოტო, სადაც ის რუსთავი 2-ის სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელ ემა გოგოხიასთანაა აღბეჭდილი. დავით სორდია ამბობს, რომ აღნიშნულ ფოტოს საზოგადოების უარყოფითი რეაქციები მოჰყვა, რომელიც სოციალურ ქსელში განთავსდა. დღევანდელ ინციდენტს დავით სორდია სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. 
ODISHINEWS  ცდილობდა დაკავშირებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტაციის რეგიონული პროექტების მართვის კოორდინატორს დავით კოდუას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...