მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაქართველოში 7 წლის წინ განვითარებული მოვლენებისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია გაეროში

საქართველოში 7 წლის წინ განვითარებული მოვლენებისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია გაეროში

Published on

 
 
 

გაერო-ს გენერალური მდივანი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესის გამო შეშფოთებულია 
კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, გააგრძელონ არსებული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, იმისათვის რომ განხილულ იქნას ყველა ის საკითხი, რაც შეშფოთებას იწვევს. მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება", -ამის შესახებ პან გი მუნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა  7 წლის წინ განვითარებული მოვლენებისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც  გუშინ  გაეროში გაიმართა.  
გაერო რჩება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთგულად, რომელიც ერთობლივად გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს მიერ იმართება და რომლის ფუნქციონირებაც დაიწყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. – აღნიშნა სტეფან დუჟარიკმა. 
,,რუსეთმა არ შეასრულა 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი 6 პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და აგრძელებს პროვოკაციებს კონფლიქტის ზონაში – განაცხადა პრესკონფერენციაზე გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ. რუსეთის მხრიდან გრძელდება საქართველოს მცოცავი ოკუპაცია, რასაც ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებებიც ადასტურებს. 6 პუნქტიანი ხელშეკრულება 7 წლის წინ გაფორმდა, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კი ისევ ოკუპირებულია. შედეგად, ირღვევა ადამიანის უფლებები, საქართველოს 100 ათასობით მოქალაქე კი იძულებული იყო დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი სახლები. რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მეტიც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 10 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფება და განლაგებულია შემტევი ტიპის მძიმე სამხედრო ტექნიკა. რუსეთი განაგრძობს რეგიონში მავთულხლართების გაბმას. ''
გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. 
 
 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...