მთავარისიახლეებისაზოგადოებაქარმა ზუგდიდის სოფლებში თხილის მოსავალი გაანადგურა (VIDEO)

ქარმა ზუგდიდის სოფლებში თხილის მოსავალი გაანადგურა (VIDEO)

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში გუშინ მოვარდნილმა ქარმა მოსახლეობას თხილის პლანტაცია გაუნადგურა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი ქარი წლებია არ  ყოფილა სოფლებში. განადგურებულია როგორც თხილის მოსავალი, ასევე სხვა სახეობის ნარგავებიც. ადგილობრივების განცხადებით, მოსავლის დაახლოებით 80% გუშინ მოვარდნილმა ქარმა გაანადგურა. დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს, კერძოდ, ისინი ითხოვენ, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც თითოეულ ოჯახში ზარალს დაითვლის, ხოლო ზარალის ანაზღაურება ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოხდეს. ამ მიზნით მათ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ აქცია გამართეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის ლერი დოჩიას განცხადებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს შეისწავლის. მოსახლეობის განცხადებით, მათ მოსავალი სადაზღვევო კომპანიებში – ირაოსა და აისი ჯგუფში  ჰქონდათ დაზღვეული. მათი თქმით, კონტრაქტის საფუძველზე აღნიშნულმა კომპანიებმა ზარალის ანაზღაურება უნდა მოახდინონ. სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით კომპანიის მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევას იწყებს და ზარალის შეფასება ადგილზე მოხდება. მოსახლეობის განცხადებით, წელს თხილის განსაკუთრებულ  მოსავალს ელოდებოდნენ, მათი თქმით, აქაური მაცხოვრებლების ძირითადი საარსებო წყარო სწორედ თხილის რეალიცაზიიდან მიღებული შემოსავალია. ამჟამად, დაზარალებულები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სადაზღვევო კომპანიის იმედად არიან.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...