„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმის ჩვენებაზე მისულებს პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს [Video]

0
461

ბათუმში, კინოთეატრთან, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ, ფილმის ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

ფილმის დაწყებამდე კინოთეატრ „აპოლოში“ შემსვლელებს პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს, ისმოდა მცირე აფეთქების ხმა.

ფილმის ჩვენებიდან გამოსული მაყურებელი ყვება, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ აქციის მონაწილეებს და ფილმში მიუღებელი არაფერი ხდება. „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ სამი პირი დააკავა.პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავება. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში.ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.„აპოლოში“ ფილმის ჩვენება 9 ნოემბერსაც გაიმართება.

წინა სტატიაზუგდიდში ნატოს დღეები 2019 დაიხურა [Video]
შემდეგი სტატიაროგორ ჩავერთოთ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში- ინტერვიუ კოკა კიღურაძესთან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური