მთავარისიახლეებისაზოგადოება„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმის ჩვენებაზე მისულებს პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმის ჩვენებაზე მისულებს პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს [Video]

Published on

ბათუმში, კინოთეატრთან, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ, ფილმის ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

ფილმის დაწყებამდე კინოთეატრ „აპოლოში“ შემსვლელებს პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს, ისმოდა მცირე აფეთქების ხმა.

ფილმის ჩვენებიდან გამოსული მაყურებელი ყვება, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ აქციის მონაწილეებს და ფილმში მიუღებელი არაფერი ხდება. „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ სამი პირი დააკავა.პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავება. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში.ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.„აპოლოში“ ფილმის ჩვენება 9 ნოემბერსაც გაიმართება.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...