მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინამ 40 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გენშტაბი

უკრაინამ 40 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გენშტაბი

Published on

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინამ რუსული აგრესიის დაწყების დროიდან ამ დრომდე 40-დე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, დაღუპულია ათი მშვიდობიანი მოქალაქე. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა. 

ცნობილია ასევე ამ დროისთვის არსებული დანაკარგები რუსული მხრიდან, თუმცა, რუსეთის არმიის გენშტაბი რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების ფაქტს უარყოფს. 

ორესტოვიჩის თქმით, განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში. ოლექსი არესტოვიჩმა რთულ მიმართულებებად დაასახელა ხერსონი, ხარკოვი და ჩერნიგოვი.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა თქვა, უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის მანძილი ათ კილომეტრს არ აღემატება.

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...