მთავარისიახლეებიკონფლიქტებიროგორ მოხვდა გასაყიდად ,,ბიბლუსში'' საქართველოს რუკა-სუვენირი აფხაზეთის გარეშე?!

როგორ მოხვდა გასაყიდად ,,ბიბლუსში” საქართველოს რუკა-სუვენირი აფხაზეთის გარეშე?!

Published on

 ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში იყიდება, სუვენირები წარმოდგენილია საქართველოს რუკის სახით, რომელზეც დატანილი აღარაა აფხაზეთი – ინფორმაციას ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის აფხაზეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბესო შენგელია  ავრცელებს.
 
,,მოვითხოვ, უსწრაფესად მოხდეს წიგნის მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელობის მხრიდან რეაგირება, დაასახელონ ამ სუვენირების დაკვეთი, ამოიღონ აღნიშნული სუვენირები გაყიდვიდან და მომავალში არასოდეს არავის მოუვიდეს თავში მსგავსი რამ აზრად! 
აფხაზეთი საქართველოა რუკაზეც და ყველგან, სადაც საღი აზრი, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმია!
ხვალ დილიდან პირადად შემოვივლი ბიბლუსის ქსელის ყველა მაღაზიას და თუ სადმე მსგავს სუვენირს წავაწყდებდი,მიუხედავად ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მეგობრობისა, ბოლომდე ვიბძოლებ იმისთვის, რომ ამაზე სათანადოდ აგოთ პასუხი, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი რაზეც პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ!
არასოდეს არცერთი ქართველი არ აღიარებს ასეთ რუკას, სადაც აფხაზეთი არ არის საქართველოს შემადგენლობაში.'
 
',,ოდიში ნისუსის'' ჟურნალისტმა  სალომე მაქაცარიამ ცხელ კვალზე გაარკვია, რომ ,,ბიბლუსის'' ზუგდიდის მაღაზიებში  ეს ,,სუვენირი''  არ შემოუტანიათ, შესაბამისად არ გაყიდულა. ,,ჩვენ ასეთ საკითხებში განსაკუთრებით ფხიზლად ვართ, მით უფრო, რომ ეს საზღვრისპირა  ზონაა''  განუცხადეს მას ,,ბიბლუსის'' მაღაზიებში ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა.
 
მაგრამ, როგორც ჩანს სხვა სურათია თბილისისა და სხვა ქალაქების მაღაზიებში –  შესაბამისად , ბესო შენგელიას ამ განცხადებას სოციალურ ქსელში  აღშფოთებული გამოხმაურებები მოყვა.
როგორც ირკვევა, ,,სუვენირი,, საქართველოშია დამზადებული, ინდმეწარმე ელმირა მუსაევის მიერ.
რა არის ეს, უყურადღებობა  როგორც მეწარმის, ისე ,,ბიბლუსის'' მხრიდან, თუ უფრო სამწუხარო რამ?… 
გაკეთდა პირველი კომენტარი ,,ბიბლუსისგანაც''
 
 

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...