მთავარისიახლეებიპოლიტიკარაულ ხაჯიმბა: მე თვალით არ მინახავს დოკუმენტები ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო...

რაულ ხაჯიმბა: მე თვალით არ მინახავს დოკუმენტები ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ

Published on

როგორც რაულ ხაჯიმბამ 16 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა, მან  მხოლოდ მედიიდან შეიტყო,  რომ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

,, ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ამის დამადასტურებელი  ოფიციალური დოკუმენტები – თქვა მან, მე ჯერ ოფიცალურად არაფერი მინახავს გარდა იმისა, რაც პრესაში განიხილება.  ჩვენ დიდად ვაფასებთ, თუ ეს მართლაც ასეა, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი რამ: დღეს თვით დონეცკსა და ლუგანსკშიც საუბრობენ  კიევთან შესაძლო  დიალოგზე უკრაინის შემადგენლობაში მათთვის ფართო ავტონომიის სტატუსის მინიჭების საკითხის გარშემო. ‘’

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობა სცნო. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...