მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, დანაღმული'' საზღვარი, ბლოკირებული მატარებელი, დარღვეული ევროპული სტანდარტები -...

,, დანაღმული” საზღვარი, ბლოკირებული მატარებელი, დარღვეული ევროპული სტანდარტები – პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს

Published on

პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკოსების გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს.
ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
 
პოლონური მედიის ინფორმაციით, ის პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მატარებლის შეჩერებისა და უკრაინის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით საკითხის დაყენებას ევროპარლამენტის უახლოეს სხდომაზე აპირებს.
 
მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების საზღვარზე შეყოვნების მცდელობას  არაცივილიზებულს უწოდებს ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუ ვოლსკი, იგი აცხადებს,  რომ უკრაინას არ ჰქონდა უფლება, აეკრძალა ქვეყანაში შესვლა მიხეილ სააკაშვილისთვის და რომ ამით უკრაინამ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები, ყველა ევროპული სტანდარტი დაარღვია.
 
ევროპარლამენტარის განმარტებით, სააკაშვილის საქმის მონიტორინგს პოლონეთის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები უწევენ მონიტორინგს.
 
სარიუშ ვოლსკი პირობას დებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის გადალახვის დროს არსებული შეფერხებების შესახებ საკითხს ევროპარლამენტის უახლოეს სხდომაზე აუცილებლად დააყენებს.
 
უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს "ახალ ძალთა მოძრაობის" წინააღმდეგ .Twitter-ის საშუალებით ეხმაურება ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსიც. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები უკრაინის რეპუტაციას ვნებს.
 
 
 
 

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...

ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

"ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს" - ეს განცხადება ვახო სანაიამ...