მთავარისიახლეებითურმე, ინფლაცია არის სააკაშვილის ბრალიო... დამიმძიმეთ ბრალი გთხოვთ - მიხეილ სააკაშვილი "ოცნებაზე"

თურმე, ინფლაცია არის სააკაშვილის ბრალიო… დამიმძიმეთ ბრალი გთხოვთ – მიხეილ სააკაშვილი “ოცნებაზე”

Published on

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ერთადერთი, რაც საქართველოში მისი ბრალია, არის “ქართული ოცნების”, “ფლიდი, მატყუარა, საქართველოს მოზიზღე” ადამიანების მოშვება ქვეყანაში. მისი თქმით, ამის გამო ისტორია გაამტყუნებს.

“გუშინ მოვისმინე, რომ თურმე, გამოვიდა ერთ-ერთი, ერთ-ერთი კი არა ყველა ერთად დამწკრივდა, ინფლაცია არის სააკაშვილის ბრალიო, სააკაშვილის ბრალი ყოფილა და დამიმძიმეთ ბრალი გთხოვთ, სასწრაფოდ გთხოვთ, სასამართლო სისტემას ვთხოვ. გუშინ “ოცნებამ” თქვა, რომ კომუნალურების თითქმის 2-ჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალიაო, კომბოსტო 3-ჯერ, სააკაშვილის ბრალი ყოფილა, მარგარინი 50%-ით ჩემი ბრალია, ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასები ჩემი ბრალია და ხალხს რომ არ გაეზარდა ხელფასები.

დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე საქართველოში, სინამდვილეში, ჩემი ბრალია ამათი მოშვება, ამ მატყუარების, ამ ფლიდების, ამ საქათველოს მოზიზღე ადამიანები, დავუშვი საქართვლოში, ეს ნამდვილად არის ჩემი ბრალი და ისტორია ამაში მე გამამტყუნებს, ამაში ვარ დარწმუნებული”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარებს. საქმე ე.წ. საზღვრის კვეთას ეხება.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...