მთავარისიახლეებიმსოფლიოსომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა

Published on

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა

დიდი ხანია ვფიქრობ, დაახლოებით ოთხი წლის აქტიური მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა დავტოვო. ეს გადაწყვეტილება სულაც არ არის ემოციური, გარკვეულ ლოგიკას მისდევს – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის  განცხადებაში,რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

სარქისიანი აცხადებს,  რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ქვეყნისა და ერისთვის საჭირო პოლიტიკური ბერკეტები არ გააჩნია:

“ეს გადაწყვეტილება სულაც არ არის ემოციური, გარკვეულ ლოგიკას მისდევს.

პრეზიდენტს არ გააჩნია საჭირო ინსტრუმენტები ქვეყნისა და ერისთვის ამ რთულ პერიოდში საშინაო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის.

ჩვენი სახელმწიფოსთვის ამ რთულ დროს, როცა ეროვნული ერთიანობაა საჭირო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს ჭორისა და შეთქმულების თეორიების სამიზნე, რითაც საზოგადოების ყურადღებას გადაიტანს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებიდან. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება  კარგად გააზრებული ქმედება.”-  ნათქვამია სარქისიანის განცხადებაში. 

სარქისიანი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...