მთავარისიახლეებიპოლიტიკა"უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე" - უკრაინის მხარდამჭერი აქცია უკრაინის საელჩოსთან

“უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე” – უკრაინის მხარდამჭერი აქცია უკრაინის საელჩოსთან

Published on

“უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე” – უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია ჩატრადა.  ადგილზე პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები  შეიკრიბნენ,  ისინი მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას უცხადებენ და რუსეთის მხრიდან ოკუპაციას აპროტესტებენ.

აქციაზე სიტყვით უკრაინის საელჩოს წარმომადგენელიც გამოვიდა.

  ,,ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მთლიანად უკრაინას, ვეწინააღმდეგებით რუსეთს ოკუპაციას. მოვუწოდებთ რუსეთს მთავრობას, თავი დაანებოს იარაღის ჩხარუნს, კმარა უკვე!, – ამბობენ  აქციის მონაწილეები.  

მათი თქმით, როდესაც საქართველოს უჭირდა, უკრაინა მას გვერდით დაუდგა, ახლა კი ჯერი საქართველოზეა.

დღეს და გუშინ სოლიდარობის აქციები გაიმართა  ბათუმსა და ქუთასშიც.

შეკრებილები სოლიდარობის აქციის გამართვას მომდევნო დღეებშიც აანონსებენ. 

 

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...