4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა.
ირაკლი ჩხვირკიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურად, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
მას ასევე ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.