მთავარიUncategorizedპროკურატურისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა იწურება, შოთაძის უწყებამ დღეს უნდა გადაწყვიტოს, ცნობს თუ...

პროკურატურისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა იწურება, შოთაძის უწყებამ დღეს უნდა გადაწყვიტოს, ცნობს თუ არა მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულად

Published on

პროკურატურისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა იწურება – დღეს ირაკლი შოთაძის უწყებამ  უნდა გადაწყვიტოს, ცნობს თუ არა მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულად.. საქმე ეხება რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდებს. 

თუ სახელმწიფო მესამე პრეზიდენტს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად აღიარებს, ადვოკატებს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნებათ, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზეც.

ადვოკატები ამბობენ, რომ დაზარალებულისთვის სტატუსის მისანიჭებლად ყველა წინაპირობა, მათ შორის ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაც არსებობს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მესამე პრეზიდენტს, არასათანადო მოპყრობის გამო სერიოზული ზიანი მიადგა.

“სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უდავოა ის ზიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მიადგა მის წინააღმდეგ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფარგლებში, რითაც ყველანაირი ეჭვი და ყველანაირი არგუმენტი პროკურატურისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს ზიანი არ მიდგომია და ამიტომ არ უნდა იქნეს დაზარალებულად ცნობილი, გამოცლილია”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

ადვოკატები ამბობენ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო დუმს და არ აძლევს მესამე პრეზიდენტს, ჰქონდეს ღირსეული სამედიცინო დახმარება, ისინი აპირებენ, რომ გამოიყენონ ყველა სამართლებრივი ბერკეტი, მათ შორის სასამართლოების გზით, როგორც შიდა ეროვნულ დონეზე, ასევე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დონეზე.

ნინო ლომჯარია უფლებადამცველების განცხადებას გუშინ  გამოეხმაურა. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა სამართლიანია, თუმცა მისივე თქმით, იმისათვის, რომ ამ საკითხზე სახალხო დამცველის აპარატმა რეკომენდაცია გასცეს, მესამე პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია სჭირდება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ლონდა თოლორაიას უწყებამ “მთავარ არხს” წერილობითი განმარტება მისცა, სადაც ნათქვამია, რომ ომბუდსმენს, მიმართვის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

ნინო ლომჯარიას ეს ინფორმაცია მესამე პრეზიდენტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციის გასაცემად სჭირდება.

“სახალხო დამცველს, მოთხოვნის შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, სამსახურის მიერ მიეწოდება დეტალური ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მ. სააკაშვილი არ არის დაზარალებულად ცნობილი, სამსახურს აქვს ადვოკატებთან კომუნიკაცია, რომლებსაც ასევე მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

დაზარალებულად ცნობა არ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენცია, ეს იყო ერთ0ერთი ის საკითხი, რაზეც საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააფიქსირა მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმის შემდეგ ეს ფუნქცია უნდა ჰქონოდა საგამოძიებო ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. აღნიშნული რეფორმა წლებია, გაჩერებულია”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...