მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთის სავიზიტო ბარათი მეწყერმა წაიღო

აფხაზეთის სავიზიტო ბარათი მეწყერმა წაიღო

Published on

აფხაზეთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა   სოფელ ოთხარას საკალმახე მეურნეობა გაანადგურა, ექვსიდან ოთხი აუზი მთიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა წალეკა. 
 
ოთხარას საკალმახე მეურნეობა 1934 წელს შეიქმნა, სტალინის ბრძანებით, ეს ადგილი შეირჩა იმ ნიშნით, რომ წყალი მდინარე მჭიშთაში ანკარაა და  ცივი – ზედმიწევნით ხელსაყრელი  კალმახის მოშენებისთვის.
 
 
,,მას შემდეგ, რაც ეს მეურნეობა შეიქმნა თევზის მასობრივი ამოწყვეტის ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, ახლა ჩვენს ისტორიაში შავი ფურცელი გადაიშალა – აცხადებს სატბორე მეურნეობის დირექტორი ზაურ ენიკი ,,სპუტნიკ აბხაზიასთან'' საუბარში. 
მეურნეობა განლაგებულია კილომეტრნახევარში მთიდან,  სადაც მჭიშთა იღებს სათავეს,  მდინარიდან აუზებამდე ბეტონის არხია გაყვანილი. 
 
 
30 აგვისტოს დილის ხუთ საათზე  ოთხარაში კოკისპირულმა წვიმამ მეწყერი დაძრა, მეწყერმა მიწითა და ქვებით ამოავსო არხი, საიდანაც რეზერვუარებში სუფთა წყალი ჩაედინებოდა. მეურნეობის თანამშრომლები იმავე წუთს შეუდგნენ სადინარის გაწმენდას, მაგრამ ვერაფერი მოასწრეს – ნახევარ საათში კალმახი მასობრივად გაწყდა ჟანგბადის ნაკლებობის გამო.
 
 კალმახი, სხვა თევზებისგან განსხვავებით,  20 – 30 წუთზე მეტს ვერ ძლებს ახალი, გამდინარე წყლის გარეშე , ექვსი აუზიდან ოთხში თევზი აღარ დარჩა, ერთში ლიფსიტები გადაგვირჩა, მეორეში მსხვილი კალმახი, თუმცა მათი რაოდენობა არარის დიდი, იქ სხვა ჯიშის თევზებიც გვყავდა, ძირითადად ისინი გადარჩნენ.  ჯამში 500 ტონაზე მეტი კალმახი დაგვეღუპა, ახლა  70 ტონა თევზიღა  დაგვრჩა, მათ შორის კალმახი ძალიან ცოტაა
 
კალმახის პოპულაციის აღდგენას სამი წელი მაინც დასჭირდება. არადა ამ საკალმახე მეურნეობას სხვა დანიშნულებაც ჰქონდა – ეს აფხაზეთის სერთერთი სავიზიტო ბარათი იყო, აქ განუწყვეტლივ სტუმრობდნენ ტურისტები. '' – ამბობს ზაურ ენიკი.
 
 

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...