მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი ე.წ. საზღვართან- საოკუპაციო რეჟიმმა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვაზე შეთავაზებას არ უპასუხა

ხანძარი ე.წ. საზღვართან- საოკუპაციო რეჟიმმა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვაზე შეთავაზებას არ უპასუხა

Published on

ხანძარი იყო შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რის გამოც ქართველი მეხანძრეების რამდენიმე ბრიგადა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული. ისინი ამჟამადაც ადგილზე რჩებიან. ცეცხლი სოფელ ფლავისმანიდან დაახლოებით 500 მეტრში ბალახს ეკიდა.ამ დროისთვის კვამლის რამდენიმე კერა შეინიშნება. სოფელ ფლავისმანიდან ცეცხლის ღია კერები აღარ ჩანს, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი სრულად ჩამქრალია, შეუძლებელია.ადგილობრივების განცხადებით, ოკუპანტები ქრობით სამუშაოებს გვიან ღამემდე აწარმოებდნენ. ხანძრის ადგილზე მობილიზებული იყო როგოც სპეციალური ტექნიკა, ასევე სამხედროები.ფლავისმანის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ადგილობრივებმა ცეცხლი ბალახს წაუკიდეს რათა სახნავი ტერიტორია დასამუშავებლად მოემზადებინათ, თუმცა ცეცხლის შეჩერება ვეღარ შეძლეს.მათვე თქმით, გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარია როგორც სახნავი, ასევე საძოვრებად განკუთვნილი ტერიტორია..
დუმილით უპასუხა ქართული მხარის შეთავაზებას ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის შესახებ საოკუპაციო რეჟიმმა. ძლიერი ხანძარი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, სოფელ ოტრევთან გაჩნდა.ადმინისტრაციულ საზღვართან, ორ სხვადასხვა ადგილას მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რათა საჭიროების შემთხვევაში ცეცხლი ჩაექროთ. თუმცა, მათი ჩართვა საჭირო არ გამხდარა. პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფიც მონაწილეობდა.გვიან ღამით ადგილზე ჩავიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.  

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...