მთავარისიახლეებიყაზახეთში მთავრობა გადადგა

ყაზახეთში მთავრობა გადადგა

Published on

ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მიიღო მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება ოთხშაბათს, მას შემდეგ რაც საწვავის ფასის მატების გამო ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.

პროტესტი გაზის გაძვირების გამო 2 იანვრიდან დაიწყო. გუშინ მასობრივი აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. ალმათის მთავარ მოედანზე და მიმდებარე რაიონებში შეტაკებები საათობით გრძელდებოდა.

პრეზიდენტმა ოთხშაბათს დილით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ალმათიში და ნავთობის მწარმოებელ დასავლეთ პროვინციაში და განაცხადა, რომ ძალადობის უკან შიდა და უცხოელი პროვოკატორები დგანან.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით პირველი ვიცეპრემიერი ალიხან სმაილოვი შეასრულებს, ხოლო გადამდგარი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...