მთავარისიახლეებისაზოგადოება"ომიკრონი" პანდემიის დასასრულის დასაწყისია- ვარაუდობენ სპეციალისტები

“ომიკრონი” პანდემიის დასასრულის დასაწყისია- ვარაუდობენ სპეციალისტები

Published on

ისრაელში „ომიკრონის“ შემთხვევების მატებამ ქვეყანაში ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყოს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ქვეყნის ჯანდაცვის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ნახმან ეშის თქმით, დეკემბრის ბოლომდე ისრაელმა შეძლო „ომიკრონის“ შემთხვევების შეკავება, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და სავარაუდოდ, ერთიდან სამი კვირის ვადაში რეკორდული მაჩვენებელს მიაღწევს.

„ციფრები მაღალი უნდა იყოს იმისთვის, რომ ჯოგური იმუნიტეტი გამომუშავდეს. ეს შესაძლებელია, თუმცა ჩვენ არ გვინდა ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა ინფიცირების ხარჯზე, არამედ გვინდა, რომ ეს მოხდეს ვაქცინირებულთა რაოდენობის მატებით”, – აღნიშნა ნახმან ეშიმ.

მისი თქმით, ისრაელის 9.4 მილიონი მოქალაქიდან 60% სულ მცირე ორი დოზით სრულიად აცრილია.

ომიკრონით, სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების შემთხვევები, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც ყოველდღიურად იზრდება. ოფიციალურად 150 ადამიანს “ომიკრონის” შტამით ინფიცირება უკვე ლაბორატორიულად დაუდასტურდა. 100-ზე მეტ საეჭვო პასუხზე კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. სპეციალისტები სადღესასწაულო დღეებში შემთხვევების მასიურ ზრდას ელოდებიან.

ქვეყანაში არსებული ვაქცინები მნიშვნელოვნად იცავს როგორც ჰოსპიტალიზაციისგან, ისე ლეტალური შემთხვევებისგან. შანსი, რომ აცრილი პაციენტი დამძიმდეს, მინიმალურია, მაგრამ საქართველოში ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია 

პანდემიის დასრულებამდე კი საქართველოში ყოველდღიურად, ტესტირების შედეგად, ათასობით დადებითი შემთხვევა ვლინდება. გასულ ღამეს კიდევ 45 გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირდა 796 ადამიანი. 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....