მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი ვიზიტად ისრაელში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტად ისრაელში იმყოფება

Published on

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ისრაელში იმყოფებიან. 

დღეს  გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ გაესაუბრება, რის შემდეგაც გაიმართება გაფართოებული შეხვედრა ქართული დელეგაციის მონაწილეობით 

საუბრის ძირითადი თემა უსაფრთხოება და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა იქნება.

გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრემიერმინისტრს და ქნესეთის თავმჯდომარესაც შეხვდება. ასევე დაათვალიერებს ჰოლოკოსტის მუზეუმს.

ვიზიტის ფარგლებში ისრაელის ბავშვთა კლინიკებს მოინახულებს საქართველოს პირველი ლედი.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი კვლევით ცენტრ IDC-ში სტუდენტებსა და მკვლევარებს სიტყვით მიმართავს.

პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში 20 ოქტომბერს დასრულდება.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...