მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჭკვიანი, დახვეწილი, მართალი, წრფელი და მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი...

,,ჭკვიანი, დახვეწილი, მართალი, წრფელი და მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს დაამშვენებდა, შალვა პაპუაშვილი ყოფილა .

Published on

88 მომხრე და 1 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

,,თავისი განათლებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმით და პიროვნული თვისებებით, შალვა პაპუაშვილი დაამშვენებდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს. ამაში ჩემი კოლეგები ერთსულოვნად დამეთანხმებიან”- თქვა კობახიძემ. 

შალვა პაპუაშვილს  “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ სიყვარული აუხსნა: ,,ჩემო შალვა, ჩემო ძვირფასო ადამიანო, განათლებულო, ჭკვიანო, დახვეწილო, მართალო, წრფელო და მოაზროვნე, მოფიქრალო ხვალინდელ დღეზე, გისურვებ წარმატებულ სვლას.  იგულე თითოეული აქ მყოფი და განსაკუთრებით ეს მხცოვანი კაცი შენს ერთგულ მსახურ ჯარისკაცად გადასაწყვეტ საკითხთა მიღებისა და ბჭობის დროს.”

,, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე  საზოგადოების საქართველოს პარლამენტის ტრადიციებისა და პარლამენტარიზმის ისტორიის შეურაცხყოფააა, ასეთი დაკნინებული  პარლამენტი გასული 30 წლის მანძილზე არ ყოფილა” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

,,თუ თქვენ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ,  ვარ ხისტი; თუ იმ სიმართლის პირსაპირ თქმას, რისიც მჯერა, სიხისტეს ეძახით, დიახ, ხისტი ვარ. თუმცა ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ” –   ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის კრიტიკას. 

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...