მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ხდება ამ წუთებში მთაწმინდაზე

რა ხდება ამ წუთებში მთაწმინდაზე

Published on

 საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით  მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის გამო, ფუნიკულიორის სარკინიგზო გზა დროებით დაიკეტა. , გადაწყვეტილების მიღება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გახდა საჭირო, თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ კერები სარკინიგზო გზასთან ახლოს არ არის. 
ჭონქაძის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 
ვრცედება ინფორმაცია, რომ მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრისას ერთ-ერთი მეხანძრე შეუძლოდ გახდა, „კვირას“ ინფორმაციით, მას პირველადი დახმარება ადგილზე მყოფმა ექიმთა ბრიგადამ აღმოუჩინა. 

 
მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, დღეს, 13 საათსა და 33 წუთზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, 13 საათსა და 38 წუთზე მივიდნენ. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხანძრის კერასთან ორი მიმართულებით განხორციელდა. წყლით ოპერატიული მომარაგება მთაწმინდაზე არსებული ჰიდრანტიდან ხდება. ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ერთვება შსს-ს ვერტმფრენი“, –ნათვამია  განცხადებაში
 

 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...