მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტის საშემოდგომო სესია 5 სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტის საშემოდგომო სესია 5 სექტემბერს გაიხსნება

Published on

5 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება. სესიის გახსნა ბიუროს სხდომის ფორმატშია დაგეგმილი.ამასთან, პარლამენტი ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში პლენარულ სხდომებს სავარაუდოდ არ გამართავს, რადგან სწორედ რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. საშემოდგომო სესიის მთავარი თემა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებია, რომელსაც მესამე მოსმენით უნდა ეყაროს კენჭი. საკონსტიტუციო ცვლილებებს სავარაუდოდ ოქტომბერში დაამტკიცებენ.

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...