მთავარიUncategorizedბასილ კობახიძე: მშიერი მოსახლეობა სამღვდელოების გაზულუქებით ბედნიერია, ხმასაც მამაოების სტომაქის ამომყორავ პოლიტიკოსებს...

ბასილ კობახიძე: მშიერი მოსახლეობა სამღვდელოების გაზულუქებით ბედნიერია, ხმასაც მამაოების სტომაქის ამომყორავ პოლიტიკოსებს აძლევს

Published on

,,ქვეყანა იქცეოდა და ტურას ქორწილი ჰქონდაო – ასეა ჩვენი ეკლესიის საქმე. კოვიდით ამდენი ხალხი იღუპება, ადამიანი ქუჩაში გაიყინა და მოკვდა, სამღვდელოება კი მეთოდურად და სისტემატურად შოულობს ფულს”. – წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში

თეოლოგი ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრის ცოტნე კობერიძის ინფორმაციას, რომ  საკრებულოში შევიდა საპატრიარქოს მოთხოვნა  გადაეცეთ საბავშვო ბაღების კუთვნილი  მეორადი ტექნიკა.

,,საუბარია არა  რამე სათამაშოებსა და ჭოჭინებზე, არამედ  ათასობით ლარის ღირებულების ელექტრო და გაზქურებზე, ტელევიზორებზე, კამერებზე, მონიტორებზე, ჯამში 35 000 ლარის ქონებაზე.

,,ამ ძვირფასეულობას ორშაბათს აჩუქებს საკრებულო დედაეკლესიას. ამავე დროს კი ხომ გახსოვთ, ყოველი ტაძრის მიმდებარე ოცი ჰექტარი ტყე რომ გადასცეს ეკლესიას? კანონში ეწერა, რომ მხოლოდ იმ ტაძრებს გადაეცემოდათ, რომლებიც 2010 წლის აგვისტომდე ფუნქციონირებდნენ. 24 დეკემბერს კი ჩვენმა პარლამენტმა კანონში შესწორება მოაკვარახჭინა და ტყის გადაცემა 2021 წლამდე არსებულ ეკლესია-მონასტრებზე დაადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საპატრიარქო სახელმწიფოს შემდეგ ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელია. ასეთი უტიფარი მაფიოზი სამღვდელოება არცერთ ქვეყანაში არ არის და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საზოგადოების ბრალიცაა, რადგან ხალხი მამაოებს რაღაც აღმატებულ არსებებად თვლის და ყველაფერს პატიობს, მთავრობებს კი სულ ფეხებზე ჰკიდიათ ხალხიც და ეკლესიაც. უბრალოდ ხედავენ, რომ ხალხი სამღვდელოებას აღმერთებს, ამიტომაც მთავრობა მამაოებს აფინანსებს და ხედავს, რომ მშიერი მოსახლეობა სამღვდელოების გაზულუქებით ბედნიერია, ხმასაც მამაოების სტომაქის ამომყორავ პოლიტიკოსებს აძლევს. რატომაც არ დააფინანსებს მთავრობა საპატრიარქოს და არ დაიკიდებს ხალხს? ხოლო ჩვენს სამღვდელოებაზე აღარაფერს ვიტყვი, უამრავი ადამიანი თვითონაც კარგად ხედავს, ვინც არიან ეგენი. – წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე

სიახლეები

“ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი” – კალაძე

ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, ევროინტეგრაციის...

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა – “მედიის ადვოკატირების კოალიცია”

100 დღე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან - ჟურნალისტის საქმეს "მედია ადვოკატირების კოალიცია" კიდევ ერთხელ...

ოკუპანტებმა ოდესა კამიკაძე დრონებით დაბომბეს

ქალაქ ოდესას ოკუპანტებმა კამიკაძე დრონებით შეუტიეს. სამიზნე ქალაქის მჭიდროდ დასახლებული რაიონი გახდა. იერიშების შედეგად...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს...