მთავარისიახლეებიეკონომიკაIII კვარტალში კერძო სახლების ფასები 13.5%-ით, ბინებისა კი – 7.3%-ით გაიზარდა  

III კვარტალში კერძო სახლების ფასები 13.5%-ით, ბინებისა კი – 7.3%-ით გაიზარდა  

Published on

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში მშენებლობის ღირებულება 14.1%-ით გაიზარდა, რაც, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 19.6%-ით ზრდით. 

წინა კვარტალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 1.8%-ითაა გაზრდილი, სამშენებლო მასალები კი 2.7 პროცენტითი. 

ხარჯების ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე სამშენებლო მასალების გაძვირება და ქვეყანაში არსებული მაღალი, 12.5%-იანი ინფლაციის დონეა.  

აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ხარჯების ზრდა უძრავი ქონების ბაზარზეც აისახება. 2021 წლის III კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა, კერძოდ, ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9% შეადგინა, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი ფასები 6.2%-ითაა  გაზრდილი. კერძო სახლების ფასები 13.5%-ით, ბინების კი – 7.3%-ით გაიზარდა.

დედაქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ უბნებად ისევ მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო რჩება. ყველაზე იაფად კი უძრავი ქონების შეძენა ნაძალადევში, ისანსა და სამგორშია შესაძლებელი.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...