მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში “აზიური ფაროსანა” უკვე მოსახლეობის სახლებს შეესია

სამეგრელოში “აზიური ფაროსანა” უკვე მოსახლეობის სახლებს შეესია

Published on

სამეგრელოში სოფელ კახათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. თხილის ბაღების და სიმინდის ყანების შემდეგ, აზიური ფაროსანა უკვე მოსახლეობის სახლებს შეესია. მავნებელთან გამკლავება მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევს.
 
მოსახლეობა შიშობს, რომ მწერების შემოსევა მათი ჯანმრთელობისთვისაც საშიშია.
 
სამეგრელოს რაიონის რამდენიმე სოფელში მოსავალი თითქმის განადგურებულია. თხილისა და სიმინდის გარეშე დარჩენილი მოსახელობა მავნებელი მწერის ასეთი სისწრაფით გამრავლებაში სურსათის უვნებლობის სამსახურს ადანაშაულებს, რადგან ნარგავების შეწამვლა დროულად არ მოხდა.
 
ამასთან, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოსახლეობის პრობლემით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება დაინტერესებულა.
 
მოსახლეობის პრეტენზიები გაუგებარია სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოსთვის. უწყებაში განმარტავენ, რომ დასავლეთ საქართველოში ნარგავები გეგმიურად, მათ შორის, ახლაც იწამლება. ამისთვის ბიუჯეტიდან და დონორი ორგანიზაციებიდან 13 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.
 
ჯერჯერობით უცნობია სამეგრელოს რიონში მცხოვრები მოსახლეობის ზარალის ზუსტი ოდენობა. მოსავლის ნაწილის გადარჩენა მათ ამ დრომდე საკუთარი ძალებით უწევთ.

სიახლეები

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...

შსს- ბათუმში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2003...