მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპანტებმა სოფელ აძვთან საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

ოკუპანტებმა სოფელ აძვთან საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

Published on

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

 საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავებულია  30-დან 60 წლამდე ასაკის 4 მამაკაცი : გიორგი დემურიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, რამინ მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი.

არსებული ინფორმაციით, ისინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტაძარში, მოსალოცად იმყოფებოდნენ, რა დროსაც რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს.

დაკავებულები ამჟამად სავარაუდოდ რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან, მოგვიანებით კი მათ ცხინვალის წინასწარ დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი. მათივე ცნობით, ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

“საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრება”, — აცხადებს სუს.

უწყების განცხადებით, უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რეგიონში არსებულ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...