მთავარისიახლეებიპოლიტიკა ქართული ოცნების დეპუტატები მასობრივ შიმშილობას ირონიულად ეხმაურებიან... მაგრამ იცინის ის, ვინც...

 ქართული ოცნების დეპუტატები მასობრივ შიმშილობას ირონიულად ეხმაურებიან… მაგრამ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის

Published on

 ქართული ოცნების დეპუტატები ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების  მასობრივ შიმშილობას ირონიულად ეხმაურებიან.

არჩილ თალაკვაძე: ,,ეს არის მორიგი პროვოკაცია და დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობას დააწყებინებ, ალბათ, ყველამ ვიცით, ეს რას ნიშნავს. რაც შეეხება შიმშილობის მოთხოვნას, წარმოუდგენელია, რომ ამ ფორმით ვინმემ ქვეყანაში მარლთსაჯულებას თავი დააღწიოს.”

ბექა დავითულიანი: ,,ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენ შემოგვთავაზა ფეიკ აღმშენებლების ეპოქა. მერე შემოგვთავაზა ფეიკ გმირების სესია და ახლა გვთავაზობს ფეიკ შაჰიდების სესიას. გადასცა როგორც ჩანს, მათმა პატიმარმა პრეზიდენტმა, რომ უნდა დაიწყონ შიმშილობა. მათაც ერთიანად, მრევლივით რაღაც სექტის, ჩამოდგნენ და დაიწყეს შიმშილობა. ახლა მე დავდგები და დავიწყებ შიმშილს, რომ ნაციონალური მოძრაობა წავიდეს პოლიტიკიდან და წავიდნენ. არ არის პრობლემა, გახდომა მინდა და დავჯდები.”

შალვა პაპუაშვილი:  ,,მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მხარდამჭერები   აიძულა შიმშილობა გამოეცხადებინათ.  არ ვიცი, შანტაჟს ახდენს, თუ სპეკულირებს, საკუთარი თავისუფლების საპირწონედ აყენებს საკუთარი მხარდამჭერების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამით მან თავად დახურა ე.წ შერიგების თემა, რომელიც თითქოს მან თავად წამოიწყო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს იყო კიდევ ერთი ფარისევლობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.”

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩთან მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრისას აღინიშნა, რომ გაერთიანებული...

ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში სხვის პოსტზე კომენტარის დაწერის გამო პატიმრობაში გაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსი, ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სახალხო დამცველი ციხეში ამაღლობელს, ზინოვკინას და კილაძეს შეხვდა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიან №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს...

განვიცდი წამებას, იატაკზე მძინავს – ნანა სანდერი

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნანა სანდერი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით,...