მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მთავრობა სამი კვირაა დუმს წერილზე, რომელიც ეუთოსგან მიიღო

საქართველოს მთავრობა სამი კვირაა დუმს წერილზე, რომელიც ეუთოსგან მიიღო

Published on

სამი კვირაა საქართველოს მთავრობა დუმს წერილზე, რომელიც ეუთოსგან მიიღო. ეუთო გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მედიაომბუდსმენის  ინსტიტუტის შექმნა კონსენსუსით უნდა გადაწყდეს. დოკუმენტში ღია მინიშნებაა იმაზე, რომ საჭიროა ადამიანის უფლებებზე მომუშავე არა ახალი ინსტიტუციების შექმნა, არამედ უკვე არსებულის გაძლიერება.
 
 მედია ექსპერტების აზრით, მთავრობის დუმილი აიხსნება იმით, რომ ეუთოს წრილი არის  ფაქტობრივი უარი გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივაზე, რომელიც  "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავასა და "საზოგადოებრივ მაუწყებელში" შექმნილ ვითარებას უკავშირდება.
 
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იზიარეს   ეუთოს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, და მიიჩნევს, ,რომ  ახალი ინსტიტუტის შექმნა ნამდვილად არ არის აუცილებელი.
 
„ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ  უკვე არსებობს რამდენიმე ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე და ალბათ უპრიანია გაძლიერდეს არსებული ინსტიტუტები. რაც შეეხება ეუთოს დახმარებას, შესაძლოა რაღაც მოკლევადიანი დახმარების სახით ყოფილიყო ეს დახმარება, რაზეც უშუალოდ ეს დასკვნაც მიუთითებს. პრინციპში ჩვენი მოსაზრებები მთლიანად ემთხვევა ეუთოს დასკვნას, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ უკვე არსებული ინსტიტუტები უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
 
 
 

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...