მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ ანგრევს ფიტარეთს - ,,არემჯი გოლდმა'' ხელი საეკლესიო პირებს შეახოცა

ვინ ანგრევს ფიტარეთს – ,,არემჯი გოლდმა” ხელი საეკლესიო პირებს შეახოცა

Published on

კომპანია RMG Gold-ი საყდრისის კომიტეტის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, კომპანიის კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყო, რის შედეგადაც მონასტრის გალავნის ნაწილი დაზიანდა.
 
RMG Gold-ის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია "რეალობას არ შეესაბამება", და მის საქმიანობას არანაირი შეხება არა აქვს არც უშუალოდ  ფიტარეთის  სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან და არც მის შემოგარენთან. ტექნიკა, რომელიც მონასტრის სიახლოვეს მუშაობს და, საყდრისის კომიტეტის მტკიცებით,  დააზიანა კომპლექსის გალავანი, მართალია, კომპანიის კუთვნილებაა, მაგრამ იგი მან უბრალოდ ათხოვა  საეკლესიო პირებს 
 
,,კომპანია RMG Gold-ი თანამშრომლობს ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან. ჩვენი თანამშრომლობა შეეხება სამონასტრო კომპლექსის დაცვისა და მასზე მზრუნველობის საკითხებს. ამჯერად, მონასტრის მომსახურე პირებმა მოგვმართეს ტექნიკური დახმარების თხოვნით და ჩვენ მათ მხოლოდ ტექნიკა ვათხოვეთ. შესაბამისად, სამუშაოთა დაგეგმვასა და წარმოებაზე ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი. 
 
კომპანია RMG-ი ბოლნისისა და დმანისის რაიონში უკვე წლებია, ახორციელებს არაერთ პროექტს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ჩვენ ვმონაწილეობთ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებში, აღვადგენთ გზებს, ვარემონტებთ სკოლებსა და ბაღებს, ვეხმარებით კულტურულ თუ სპორტულ კოლექტივებს და სამომავლოდაც მზად ვართ, ვაკეთოთ რეალური სიკეთე და საჭირო საქმე.
ვფიქრობთ, კომპანია RMG Gold-ის მიმართ საყდრისის კომიტეტის წევრები დაგეგმილად და მიზანმიმართულად ავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩვენი მხრიდან, კომიტეტთან არაერთგზის გამოვთქვით საქმიანი და კონკრეტული ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი. ამის მიუხედავად, მათი მხრიდან მუდმივად არის ფაქტების დამახინჯებისა და ინფორმაციის მათთვის სასურველი ინტერპრეტაციით გავრცელების მცდელობები.
აღნიშნული ორგანიზაცია მსგავსი განცხადებებით ახორციელებს არა მხოლოდ ჩვენი საქმიანი რეპუტაციის შემლახავ და ცილისმწამებლურ კამპანიას, არამედ ცდილობს, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას.'' –  აცხადებენ კომპანიაში.
საყდრისის კომიტეტის განცხადებით,  RMG Gold-მა საცდელი აფეთქება, ფიტარეთიდან 2 კილომეტრის მოშორებით აგვისტოს დასაწყისში განახორციელა.
 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ განაცხადა რომ RMG Gold-თან ფიტარეთში აფეთქება შეთანხმებული არ ყოფილა.

სიახლეები

საქართველოში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორნიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი რაჭაში, ამბროლაურიდან...

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...