მთავარისიახლეები19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

Published on

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს. მიუხედავად ისტორიულ-კულტურული კონტექტისა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობისა, არც ზუგდიდია გამონაკლისი ამ მიმართულებით და ადგილობრივი კულტურული პროცესი მეტად პასიურია.

„F5“-ის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.
ფესტივალს ტრადიციულად სამი მიმართულება ექნება – ლიტერატურული, კინო და მუსიკალური ნაწილი.

🔶F5 ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.

🆓დასწრება თავისუფალია!

წარმოგიდგენთ ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალ F5-ს პროგრამას 👇

ფესტივალის კინემატოგრაფიული ნაწილი გაიმართება სოციალურ კაფე „მეგობარში“, ხოლო ლიტერატურული და მუსიკალური – „ზუგდიდი მოლში“.

📌 I დღე, 19 სექტემბერი

🎥 15:00 – ფილმის ჩვენება. (Megobar)
Flow – რეჟისორი: გინტს ზილბალოდისი.

📚 ლიტერატურული პროგრამა: („ზუგდიდი მოლი“)

🔹17:00-17:30 – ფესტივალის გახსნა;
🔹17:30-18:00 – გოგა ქობალიას ახალი წიგნის – „სიკვდილი პაპანაქება მზეში“ წარდგენა (მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია);
🔹18:00-18:30 – მედეა ევროპულ ენებზე (სპიკერი: ბელა ჩეკურიშვილი);
🔹18:30-19:00 – დებიუტანტობის მაგია: თაკო წულაია და თამარ მღებრიშვილი (მოდერატორი: გიორგი შონია);
🔹19:00-19:30 – „ვინ წერს თანამედროვე მოთხრობას?“ – საუბარი ლუკა ბაქანიძესთან და ნანა ეხვაიასთან (მოდერატორი: თამარ მღებრიშვილი);
🔹19:30 – როსტომ ჩხეიძის წიგნის „ულეგენდოდ ლეგენდაში“ (დავით წერედიანის ბიოგრაფიული ნატეხები) წარდგენა;
🔹20:00-20:30 – In memoriam: ზურაბ ცხონდიას გახსენება;
🔹20:30-21:00 – პოეზია და მისი სათქმელი: როი აბუსელიძე და თემურ ელიავა.

21:00 – მუსიკა: HOKAI

II დღე, 20 სექტემბერი, კვირა

🎥15:00 – ფილმის ჩვენება (Megobar)
„წყალს საზღვრები არ აქვს“ – რეჟისორი: მარადია ცაავა.

📚 ლიტერატურული პროგრამა: („ზუგდიდი მოლი“);

🔹17:00-17:30 – ზაალ ჩხეიძის საჯარო ლექცია „ვეფხისტყაოსნის რენესანსი“.
🔹17:30-18:00 – ზვიად რატიანის თარგმანები და საპროტესტო პოეზია (სპიკერები: ბელა ჩეკურიშვილი და დალილა გოგია).
🔹18:00-18:30 – ჟურნალ „სოხუმის“ პრეზენტაცია
(წარმდგენი: ირაკლი შამათავა)
🔹18:30-19:00 – ანასტასია ინასარიძის საბავშვო წიგნის „ქათქათა კბილების თავგადასავალი“ წარდგენა (მოდერატორი: პაატა შამუგია).
🔹19:00-19:30 – ბელა ჩეკურიშვილის ახალი წიგნის „მარწყვის მდელოები“ წარდგენა.
🔹19:30-20:00 – ირაკლი ლომოურის ახალი წიგნის „ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზღაპარი“ წარდგენა (მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია);
🔹20:00-20:30 – ნობელიანტი მწერლები საქართველოში (სპიკერები: ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა).
🔹20:30-21:00 – „მარგალური ჯვეშ ნინა რე“ – გიორგი ლემონჯას და თამარ დარასელიას ლექსები.

🎶 21:00 – მუსიკა: გია თოიძე („წერილი“)

სიახლეები

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...